მთავარი სიახლეები ვებინარი სახელწოდებით: "Georgia – A next-wave eastern European Outsourcing Destination"

ვებინარი სახელწოდებით: "Georgia – A next-wave eastern European Outsourcing Destination"




2021 წლის 1  ივლისს, International Association of Outsourcing Professionals-ის (IAOP), სსიპ „აწარმოე საქართველოში“-ს თანაორგანიზებით და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა ვებინარი სახელწოდებით: "Georgia – A next-wave eastern European Outsourcing Destination".

ვებინარის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და შესაძლებლობები ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგის სექტორში.

ვებინარზე მოწვეულ სპიკერებს შორის იყო ალექსანდერ მირონენკო, „მეიჯერელ საქართველოს“ დირექტორი, რომელმაც დამსწრეებს გააცნო გლობალური ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგის პროვაიდერი კომპანიის წარმატების ისტორია. ვებინარის მოდერატორი იყო ვიქტორ დოქტორი, ორგანიზაციის Pro Progressio აღმასრულებელი დირექტორი და ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგის სექტორის საერთაშორისო ექსპერტი.

IAOP- International Association of Outsourcing Professionals არის 2005 წელს დაფუძნებული წამყვანი საერთაშორისო ასოციაცია სერვისების აუთსორსინგის სექტორში, რომლის წევრებიც არიან გლობალური BPO და IT კომპანიები. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულება “Invest in Georgia” ასოციაციასთან თანამშრომლობს 2020 წლიდან, რაც მიზნად ისახავს გლობალურად საქართველოზე ცნობადობის ამაღლებას, როგორც ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგის სექტორის ინვესტორებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყანა.

ონლაინ ჩატი
×